- სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) - აღწერა: ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახის ყოფითი საჭიროებებისათვის დახმარების გაწევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამის და საკრებულოს სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე, კერძოდ:
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური დახმარება;
3. ქალაქ თერჯოლაში სოციალურად დაუცველ მოსახლეობისის ნაწილი რომლებიც სარგებლობდა უფასო სასადილოთი უზრუნველყოფილი იქნებიან შესაბამისი თანხებით; 4. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით ან პარკინსონით დავადებულ ბენეფიციართა სოციალური დახმარება;
5. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალური დახმარება;
6. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებადი უნარშეზღუდული ბავშვების დღის ცენტრების დაფინანსება;
7. თერჯოლის ინვალიდთა ასოციაციის დახმარება (მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისათვის სხვადასხა ღონისძიებები);
8. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯეხების ფინანსური დახმარება. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალიტეტი ანხორციელებს ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამას, რითაც გათვალისწინებულია თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მშობლებისათვის დახმარება;
9. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა. აღნიშნული ითვალისწინებს სტიქიური და სხვა მოვლენების შედეგად სახლდაზიანებული ოჯახების დახმარებას;
10. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებზე მედიკამემტებით დახმარება;
11. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებზე საკვები პროდუქტებით დახმარება;
12. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება და სარიტუალო მომსახურეობა. აღნიშნული ღონისძიება ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. თითოეულ გარდაცვლილ ომის ვეტერანზე 250 ლარის ოდენობით;
13. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურეობის ერთჯერადი თანადაფინანსება. აღნიშნულით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურეობის (გარდა პლასტიკური ოპერაციებისა) ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება;
14. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე დიაბეტით და ფენილკეტონურიით დავადებულ ბავშვთა ოჯახების ფინანსური დახმარება;
15. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული
მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება;
16. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურეობის პროგრამა;
17. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურეობა.
მიზანი: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ ეკონოლიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია. მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმთელობის დაცვის ხელშეწყობა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე -
https://terjola.gov.ge/