ეროვნული რეფერალური მექანიზმი
ერთიანი სამოქმედო ინსტრუქცია ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციისათვის, რომელიც წარმოადგენს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის სფეროში მომუშავე საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს.
მიზანი
ეროვნული რეფერალური მექანიზმის მიზანია იმ ღონისძიებათა ერთობლიობის განსაზღვრა, რომელნიც მიმართული იქნება ოჯახში ძალადობის აღკვეთაზე, პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებაზე.
პრევენცია, დაცვა და რეაბილიტაცია
ეროვნულ რეფერალურ მექანიზმში ოჯახში ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია წარმოდგენილია სამი ძირითადი საფეხურის გათვალისწინებით:
1. ოჯახში ძალადობის იდენტიფიკაცია,
2. მსხვერპლის და მოძალადის იდენტიფიკაცია,
3. მსხვერპლის დაცვა და რეაბილიტაცია.
რეფერალური მექანიზმების სუბიექტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – საპატრულოპოლიცია) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახური (შემდგომში – საუბნო პოლიცია), სასამართლო ორგანოები, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო სისტემის დაწესებულებები, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისისაბჭო (შემდეგში – უწყებათაშორისი საბჭო), პროკურატურის ორგანოები, უფლებამოსილი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
სახელმწიფო სტრუქტურები


ეროვნულ რეფერალურ მექანიზმში თავიანთი კომპეტენციისა და უფლება-მოვალეობების შესაბამისად მონაწილეობენ შემდეგი სუბიექტები:

უფლებამოსილი საერთაშორისო/ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოში მოქმედი ის საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ოჯახში ძალადობისა და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით, აქვთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის სათანადო გამოცდილება, მათი მომსახურება და შესათავაზებელი მომსახურების პირობები შეესაბამება რეფერალური სისტემისთვის დადგენილ სტანდარტებს და რეფერალური სისტემის მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურებთან მემორანდუმზე ხელმოწერით გამოხატავენ მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღონ მსგავს საქმიანობაში. კრიზისული ცენტრით მომსახურების განხორციელებისთვის შესაბამისი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმობისათვის მიმართავს უწყებათაშორის საბჭოს.
Made on
Tilda